რას ვაქვეყნებთ?


Gio ბლოგში «საინტერესო»

საუკუნის წინანდელი საქართველოს ფერადი ფოტოები


4 ფოტო
ყოროლისწყალი, ავტოპორტრეტი
image
1910 წელს, რუსმა ფოტოგრაფმა სერგეი მიხაილოვიჩ პროკუდინ-გორსკიმ (მოღვაწეობდა 1863-1944) რუსეთის იმპერიაში იმოგზაურა და სურათები გადაიღო მაშინდელი რუსეთის მონარქის ნიკოლოზ II — ის მხარდაჭერით და ექსტრაორდინალური ფოტოები გადაიღო, მათ შორის მოხვდა სოხუმიც.

ეს ფოტოები განსაკუთრებული იმითი იყო, რომ ის იყენებდა სპეციალურ კამერას, რომელიც 3 შავ-თეთრ სურათს იღებდა, წითელი, მწვანე და ლურჯი ფილტრით, მოგვიანებით ისინი შეგეძლოთ შეგეერთებინათ, გაგეშუქებინათ ფილტრებით და მიგეღოთ ნამდვილი, ფერადი ფოტო.

არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ მომხდარა არც რუსეთის რევოლუცია და არც პირველი მსოფლიო ომი. ეს ფოტოები აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ იყიდა, ჯერ კიდევ 1948 წელს და გამოაქვეყნა.
Gio ბლოგში «საინტერესო»

ოქროსფერი ზებრა


ოქროსფერი ზებრა

უიშვიათესი ზებრის სახეობა — ოქროსფერი ზებრა, ის მხოლოდ ერთადერთი ყავთ ჰავაის ზოოპარკში და ზოი ჰქვია, მას დაბადებიდან აქვს ფერების დეფექტი. საინტერესოა, რომ ასეთი ზებრები ვერ გადარჩება ბუნებრივ პირობებში რადგან თანამოძმეებიდან ძალიან გამორჩეულია და მტაცებლები იოლად ამოირჩევენ ხოლმე.
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

მზის დაბენელება და თვითმფრინავი


მზის დაბნელება

საინტერესო მომენტი, რომელიც ფოტოგრაფმა ჩეივეთ საბპრესომ როიტერისთვის გადაიღო, თვითმფრინავი და მზის დაბნელების მოვლენა ერთად, ეს გახლავთ 2010 წლის მზის დაბნელება და გადაღებულია ბანკოკში, ტაილანდიდან.
Gio ბლოგში «სპორტული»

ჩემპიონთა ლიგა - პენლები


ჩემპიონთა ლიგის პენლები

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, დევიდ კემერონი ზეიმობს ჩელსის გამარჯვებას ბაიერნთან, ჩემპიონთა ლიგაში, გადაღებულია თეთრ სახლში, ბარაკ ობამასთან და გერმანიის კანცლერ მერკელთან ერთად, ასევე ხოსე მანუალ ბეროსო (ევროპის კომისიის პრეზიდენტი) და სხვები.
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

დაბადებული კაცად... მის სამყაროზე!


5 ფოტო
image
ჯენა ტალაჩკოვა ( წარწერით ღვედზე J e n n a ) კაცად დაიბადა და კინაღამ კონკურსიდან გამოაგდეს, მაგრამ მაინც მოხვდა მის სამყაროს კანადის კონკურსზე… ის კი არადა შთამბეჭდავად გამოვიდა, ის კი არადა ფინალურ 12 ში მოხვდა, თუმცა საუკეთესო 5-ეულში ვეღარ გადავიდა
Gio ბლოგში «საინტერესო»

2012 წლის მაისის მზის დაბნელება




700 ფოტო, გადაღებული კორონადო სოლარ მექს 60 — ის ტელესკოპიდან, ამ წლის მაისის მზის სრული დაბნელება, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნიდან ჩანდა.
Gio ბლოგში «მხიარული»

მზის დაბნელება იაპონიაში


მზის დაბნელება იაპონიაში

ორი პატარა, იაპონელი გოგონა უყურებს მზის დაბნელებას და იცავს თვალებს შემდუღებლის ნიღაბით
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

ტატუ კეფაზე


ტატუ კეფაზე - თავის შიგნეულობა

ტატუ კეფაზე — თავის შიგნეულობა
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

53-ე სკოლა, დირექტორის წინააღგმდეგ




53-ე სკოლა, დირექტორს — ტარას შავშიშვილს ღიად უპირისპირდება და ასეთი პერფომანსიც კი დადგეს, ეს სწორედ ის დირექტორია, რომელმაც, სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, მოსწავლე ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის რეალური საფუძველი არ არსებობდა და მისი გარიცხვით, მოსწავლის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის 35–ე და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 28–ე მუხლი დაირღვა.
დირექტორად ახლად დანიშნულმა ტარას შავშიშვილმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლიდან 22 მასწავლებელი დაითხოვა და 5 მოსწავლე გარიცხა. 13 ოქტომბერს ერთ–ერთი მოსწავლის გარიცხვას მისი თანაკლასელის, მიხეილ ალექსიძის, იმავე მეთოდით დასჯა და ხმაურიანი ამბები მოჰყვა
Gio ბლოგში «მხიარული»

ჩაფლავებული ძარცვა



ყველაზე უარესი ძარცვა, რაც კი როდესმე გინახავთ

მარკ ცუკერბერგმა იქორწინა


მარკ ცუკერბერგმა ცოლი მოიყვანა

გუშინ, კომპანია Facebook — მა, აქციების 15% ბირჟაზე NASDAQ გაიტანა, დღეს კი ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, მის დიდი ხნის შეყვარებულზე — პრისცილა ჩენზე იქორწინა.

სად თუ არა ისევ ფეისბუქზე ამცნო ეს ამბავი ცუკერბერგმა მის პუბლიკას, მან სტატუსი "დაქორწინებულზე" შეცვალა და 280 000 — ზე მეტმა ადამიანმა "დაულაიქა", იგივე გააკეთა მისმა უკვე ცოლმა 27 წლის პრისცილამაც თავის პროფილზე.

თუმცა ქორწილს 100 ზე ნაკლები ადამიანი დაესწრო და ის ძალიან ვიწრო წრეში ჩატარდა. მარკ ცუკერბერგმა, მისი ცოლის ძალიან უბრალო ბეჭედის დიზაინი, თავად შექმნა. სტუმრებს წყვილის საყვარელი რესტორნების სუშის მენიუდან ამოკრებილი კერძებით გაუმასპინძლდნენ, მარკის სახლის ეზოში, პალო ალტოში (კალიფორნია, აშშ) ხოლო დესერტად წყვილის პირველი პაემნის შოკოლადი — ბიურდიკის თაგუნიას ფორმის შოკოლადი ჰქონდათ.

მარკის საყვარელი თაგუნია შოკოლადი

28 წლის მილიარდერმა, მარკ ცუკერბერგმა ქორწილის ამსახველი ძალიან უბრალო ფოტოც გამოაქვეყნა გვერდზე. მარკმა და პრისცილამ ერთმანეთი ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიცნეს სადაც მარკი მეორე კურსზე იყო და ფეისბუქის საიტს ქმნიდა. პრისცილა ჩენმა კი ჰარვარდის შემდგომ, სამედიცინო სკოლა წელს დაამთავრა და პედიატრი გახდა. წყვილი 9 წელი ხვდებოდა და ქორწილს 4 თვე გეგმავდა, სტუმრებს ეგონათ, რომ დაპატიჟებული იყვნენ პრისცილას მიერ სწავლის დამთავრებასთან დაკავშირებულ ბანკეტზე, თუმცა ქორწილი აღმოჩნდა.

მარკი და პრისცილა

Kumare - დოკუმენტური ფილმი ლიდერზე (ტრეილერი)




კუმარე — ეს დოკუმენტური ფილმია, გადაღებული ერთი რეჟისორის მიერ, რომელმაც სპეციალურად ფილმისთვის დაიბრალა, რომ ის იყო რელიგიური ლიდერი ინდოეთიდან, მოაგროვა მრევლი არიზონაში, წლობით ცხოვრობდა როგორც სულიერ-რელიგიური ლიდერი და ყველაფერი ეს კამერით გადაიღო, ფილმის ბოლოს, ის აპირებს გაუმხილოს მის მოციქულებს თავისი ნამდვილი ვინაობა და ჩაუტაროს უკანასკნელი გაკვეთილი.
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

ნამდვილი და ტატუ პეპლები


პეპელა ტატუ

პეპელა, რომელმაც ტატუ ნამდვილ თანამოძმედ აღიქვა
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

ტატუ შემოქმედება... ბანანებზე


ნახატები ბანანებზე

ტატუ ბანანზე

წერტილების დატანით, ფილ ჰენსენი ბანანის ქერქს თავის სახატავ ტილოდ აქცევს და მასზე გადააქვს ცნობილი შედევრები, როცა ბანანი მწიფდება, წერტილებიც შავდება და ასახავს ნახატს ბანანზე, ტატუს სახით

წაიკითხე დაწვრილებით
Gio ბლოგში «მხიარული»

ცენზურის პირსახოცი


ცენზურა პირსახოცი

თუ ცენზურის მოყვარული ბრძანდებით, ასეთი პირსახოცი გამოგადგებათ

წაიკითხე დაწვრილებით
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

ქალიშვილების 6 თაობა


6 თაობა
ქალიშვილების 6 თაობა ერთ სურათში

დიახ, სურათზე ხედავთ ქალიშვილების 6 თაობას, ასაკებით: 111 წლის — 88 წლის — 70 წლის — 39 წლის — 16 წლის — 7 კვირის.

ყველაზე დიდი ქალბატონი, დიდი-დიდი-დიდი ბებიაა.