|
Gio ბლოგში «საინტერესო»
Greenpeace - არა ბირთვულ ენერგიას! |
|

ცნობილმა, გარემოს დაცვის ორგანიზაციამ «Greenpeace»-მა, ამას წინად საინტერესო კამპანია მოაწყო, რომელიც ბირთვული ენერგიის წინააღგმდეგ იყო მიმართული, კერძოდ პროექტორით მიანათეს აი ასეთი სლოგანი ბირთვულ რეაქტორებზე ესპანეთში.
P.S. ისე, მე თუ მკითხავ, ახალ ფილმს "კივილი 4" — საც კარგი რეკლამა გაუკეთდა :D
წაიკითხე დაწვრილებით
- 18 აპრილს 2011, 22:00
- 1
|
Gio ბლოგში «საინტერესო»
პირველი ფოტოები "ფუკუშიმა 50" - იდან |
|

TEPCO (Tokyo Electric Power Co) — ანუ კომპანიამ, რომელსაც ეკუთვნის რეაქტორი, რომელზედაც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, პირველი ფოტოები გამოაქვეყნა იმ მუშების, რომლებსაც ახლა მთელი მსოფლიო შეჰყურებს.
ისინი ყოველდღე საკუთარ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში და სხივდებიან რადიაციის საშიში დოზებით, რომ როგორმე მოახერხონ და აღადგინონ ელ.ენერგიის მიწოდება რეაქტორების გამაციებელი სისტემებისთვის.
წაიკითხე დაწვრილებით
- 24 მარტს 2011, 01:41
- დაკომენტირება
|
Gio ბლოგში «სანახაობრივი»
მეორე აფეთქება, ნომერ 3 რეაქტორზე |
|
რეაქტორის გადახურების გამო, საჭირო გახდა ზედმეტი ორთქლის გაშვება გარეთ, რასაც წყალბადის აფეთქება და რეაქტორის გარე შენობის აფეთქება მოყვა, დაშავდა 11 ადამიანი.
იაპონია ჯერ კიდევ დიდი საფრთხის წინაშე დგას.
- 14 მარტს 2011, 13:43
- დაკომენტირება
|
Gio ბლოგში «საინტერესო»
აფეთქება იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე |
|
სულ რამოდენიმე წუთის წინ, Fukushima Daiichi — ფუკუსიმა დაიტის ატომურელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, თუმცა როგორც ოფიციალური იაპონიის მთავრობა იტყობინება, აფეთქება არ მომხდარა რეაქტორში. თავად აფეთქება კი როგორც ეტყობა იმან გამოიწვია, რომ მიწისძვრის დაზიანების შემდგომ ვერ ხერხდება რეაქტორში წნევის შემცირება, რადგან უამრავი სისტემა გამოითიშა და რეაქტორი უზარმაზარი ტემპერატურის გამო გადახურებულია.
ამჟამად იტყობინებიან რადიაციის გაჟონვას და მიმდებარე ტერიტორიებიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. თუმცა იაპონელები გამორიცხავენ ისეთი კატასტროფის გამეორებას, როგორიც ჩერნობილში 1986 წელს მოხდა.
სანამ მთელი მსოფლიო იაპონიის ტრაგედიას ადევნებს თვალს, იქ მიწისძვრის შემდგომი შოკები გრძელდება, 5-6 ბალიანი მიწისძვრები ჯერ კიდევ ხდება.
- 12 მარტს 2011, 13:12
- დაკომენტირება