რას ვაქვეყნებთ?

რუსეთის პატრიარქის, კირილის იახტა!


რუსეთის პატრიარქის იახტა

ადრე ბრინგზე უკვე გვეწერა, რუსეთის პატრიარქის სასახლეზე, ახლა კი ინტერნეტში გამოჩნდა მისი პირადი იახტის ფოტოებიც.

იახტას «Паллада» ქვია და ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იახტაა რუსეთში. მისი ფასი დაახლოებით 4 მილიონ დოლარს შეადგენს.

«Паллада» როგორც წესი ვალაამსკის არქიპელაგთან დგას, იქვე პატრიარქის რეზიდენციაა, მისთვის აშენებულია სპეციალური მისადგომიც, ამ იახტაზე, მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს იღებენ.

წაიკითხე დაწვრილებით
Gio ბლოგში «საინტერესო»

რუსეთის პატრიარქის სასახლე (ანუ, როგორ მოვიპაროთ კურორტი)


რუსეთის პატრიარქის სასახლე

ინტერნეტში გამოჩნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასახლის ფოტოები, რომელიც პირდაპირ არღვევს რუსეთის კანონს, რომელიც მის ნებისმიერ მოქალაქეს უკრძალავს გადაიღობოს პლაჟი, რადგან ის ნებისმიერი რუსეთის მოქალაქის საკუთრებაა.
ამიტომ ჯგუფმა, რომელიც ასეთ პრობლემებზე მუშაობს, გადაიღო თავად პატრიარქის სასახლეც, რომელსაც თავისთვის შემოუღობია პლაჟი და ზედ არავის ატარებს, ისევე როგორც სხვა ბევრ ბიზნესმენს.

ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში, რუსეთის საპატრიარქომ მიმართა მთავრობას, რათა პატრიარქის რეზიდენციისთვის გამოეყო ექსკლუზიურ კურორტზე ფართი, მაგრამ ამ დროს რუსეთს კარგი დღე არ ადგა — ჩეჩნეთის ომი ახალი დამთავრებული იყო და ჯერ კიდევ დახოცილებს მარხავდნენ. თუმცა პუტინის მთავრობამ გაითვალისწინა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის თხოვნა და გამოუყო 10 ჰექტარი(!) მიწა.

აღნიშნულ მიწას "რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულერო-კულტურული ცენტრი" ეწოდა და მაშინვე შეუდგნენ იშვიათი ხეების მოჭრას, რათა სასახლისთვის ადგილი გამოეთავისუფლებინათ, მოგვიანებით კი მონუმენტური ღობეც ააშენეს.

თავად სასახლე, დაახლოებით 3000 კვ.მ.ზეა გაშლილი და მან საერთოდ ტყის ბილიკიც მოიცვა, ახლა ტურისტებს მოუწევთ ქვემოდან მოვლა, სადაც მუდმივად არსებობს ტრამვების ან სულაც ლოდის ქვეშ მოყოლის საფრთხე.

ეს რეზიდენცია გელენჯიხსა და დივნომორსკის შუაში მდებარეობს.

გახსოვდეთ: ბრინგერები ყველაფერს იგებთ — პირველები!

წაიკითხე დაწვრილებით