რას ვაქვეყნებთ?

Gio ბლოგში «უცნაური»

მკვდარი ბავშვი, რომელიც თვალს ახელს




როსალია ლომბარდო, 1920 წელს, პნევმონიით გარდაიცვალა, მაშინ ის სულ 2 წლის იყო და მგლოვიარე მამამ მისი მუმიფიცირება მოითხოვა.

ამბობენ, რომ ეს ბავშვი, ხანდახან "თვალს ახელდა" რაც სავარაუდოდ სხეულის გამოშრობით და ქუთუთოების დაჭიმვით უნდა იყოს გამოწვეული, ასეა თუ ისე, სანახაობა საზარელია და ის მუმიის თავზე დაყენებულმა კამერამ დააფიქსირა.
Gio ბლოგში «უცნაური»

ბიჭმა ცოლად მოიყვანა... მკვდარი შეყვარებული


მკვდარი შეყვარებული

ერთის მხრივ ძალიან უცნაური, მაგრამ მეორეს მხრივ სევდიანი და ადამიანურად გასაგები ამბავი მოხდა ტაილანდში, ბიჭი და გოგო შეყვარებულები 10 წელი იყვნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ქორწინებამდე ჯერ სწავლა დაემთავრებინათ, ბოლოსდაბოლოს ქორწილი დაგეგმეს, მაგრამ გოგონა ავტოავარიაში სულ ცოტა ხნით ადრე დაიღუპა… ბიჭმა კი პირობა არ დაარღვია.

ცერემონიას რამოდენიმე ახლო ნათესავი და მეგობარი დაესწრო, ასე იქცა ქორწილი — გასვენებად.

წაიკითხე დაწვრილებით
Gio ბლოგში «უცნაური»

ბერი წესს უგებს


ჩინეთის, შანხის სადგურის მგზავრებმა, ერთი მოხუცი კაცი შენიშნეს, რომელსაც სკამზე დიდ ხანს ეძინა და არ ინძრეოდა, როდესაც გაღვიძება სცადეს, აღმოაჩინეს, რომ უკვე მკვდარი იყო. იქვე ბერი აღმოჩნდა, რომელმაც უკანასკნელად ილოცა იქვე და წესიც ტრადიციულად აუგო.

ყურადღება: უსიამოვნო ფოტოები.

წაიკითხე დაწვრილებით
Gio ბლოგში «საინტერესო»

მოცეკვავე რვაფეხა




სოიოს სოუსი, ამ მოხარშული, უკვე მკვდარი რვაფეხას ნეირონებს ააქტიურებს და რვაფეხაც თითქოს "ცეკვავს" ამ კერძს odori-don — ი ქვია
Gio ბლოგში «მხიარული»

სიმთვრალის გიდი


სიმთვრალე

როდის ხარ ფხიზელი, შეზარხოშებული, მთვრალი, გამტყვრალი და მკვდარი (დიდი ფორმატით)
Gio ბლოგში «უცნაური»

სტადიონზე კუბოთი დაასწრეს...


კუბო სტადიონზე

ჰო, სათაური სწორად წაიკითხე, მარტო საქართველოში არ აქვს "ცოცხალს ასე უყვარდა" ტრადიციები. კოლუმბიური კლუბის, Cucuta Deportivo — ოს ფანებმა, კუბოთი გვამი მიიტანეს მათი კლუბის და Envigado -ს შორის შეხვედრაზე და ასე ვთქვათ "ბოლო თამაშს" დაასწრეს.

საქმე იმაშია, რომ 17 წლის თავგადადებული ქომაგი ქრისტოფერ ალექსანდრე ჯაკომო, სულ ცოტა ხნის წინად მოკლეს ეზოში, როდესაც ის ფეხბურთს თამაშობდა. ის იყო წევრი სწორედ ამ ფანკლუბისა, ჰოდა სხვა ფანატებმა მორგი დაარბიეს, ჯაკომოს გვამი გაიტაცეს, კუბოში ჩადეს და სტადიონზე მიიტანეს, ცხადია დაცვა თავიდან არ უშვებდა, მაგრამ ვინ გააკავებდა შეშლილ ფანატებს, რომლებმაც რამოდენიმე წუთის უკან გვამი მორგიდან გაიტაცეს?

ფანების სიგიჟეზე ბევრი რამე მსმენია, კუბოთი მკვდრისთვის ნაცეკვი შალახოც, მაგრამ ეს ყველაფერს უჯოკრავს ასე მგონია…

წაიკითხე დაწვრილებით