რას ვაქვეყნებთ?

მეკობრეები კოსმოსში მიდიან?


მეკობრული სერვერი კოსმოსში

მსოფლიოს ყველაზე დიდი ტორენტ-ტრეკერი: Thepiratebay სერიოზულად დააფიქრა იმ დევნამ, რაც უკვე რამოდენიმე წელია, მათ მიმართ უსამართლოდ მიმდინარეობს და ხშირად უკანონოდ ხდება მათი მუშაობის შეფერხება.

ოფიციალურ განცხადებაში, TPB-ს მმართველები ამბობენ, რომ GPS ით კონტროლირებადი დრონებით, იაფი რაციებით და მინი კომპიუტერებით, ისინი ჩაატარებენ ექსპერიმენტს და დაბალ ორბიტაზე გაიტანენ სერვერს.

ასეთ სერვერებს უკვე უწოდეს LOSS (Low Orbit Server Stations — დაბალ ორბიტალური, სერვერული სადგურები) ისინი თითო ასეთი სადგურიდან, 100მბ — სიჩქარეზე შეერთებას ვარაუდობენ, რომელიც 50 კმ სიმაღლეზე იქნება დაკიდებული და მათ ჩამოსაგდებათ, რეალურად საჭირო იქნება სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებაც, რაც პრაქტიკულად საომარ მოქმედებებს ნიშნავს.

შორეულ მომავალში, კი სრულ კოსმოსურ ორბიტაზე გასვლაც სურთ, რადგან მათ მუდმივად დევნიან მიწაზე.
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

ღია კოსმოსში გასვლა


ღია კოსმოსში გასვლა

დაივინგი, ღია კოსმოსიდან
Gio ბლოგში «საინტერესო»

ტორნადოების სეზონი მზეზე




წინა კვირას, ნასას Solar Dynamics Observatory — ის თანამგზავრმა გადაიღო საოცარი ფოტოები მზის პლაზმისა, რომელიც ზუსტად ტორნადოსავით მოძრაობს. ის ზომით დაახლოებით დედამიწისხელაა, ქარის სისწრაფით 500 000 კმ/საათში და ტემპერატურით 5000 ცელსიუსი
Gio ბლოგში «საინტერესო»

წვეთი ორბიტაზე




თურმე თუ საქსოვ ჩხირს დავმუხტავთ, უწონადობაში გავიტანთ და ზედ წყლის წვეთს დავაწვეთებთ, მაშინ წვეთი, ჩხირის გარშემო ორბიტაზე იმოძრავებს.
Gio ბლოგში «საინტერესო»

ჩრდილოეთის ციალი კოსმოსიდან




დედამიწის ერთ-ერთი უცნაური მოვლენა და ულამაზესი სანახაობა, ჩრდილოეთის ციალი — კოსმოსიდან
Gio ბლოგში «საინტერესო»

ჩრდილოეთის ციალი კოსმოსიდან


ჩრდილოეთის ციალი

ნასას ფოტო, ჩრდილოეთის ციალი ორბიტიდან
Gio ბლოგში «საინტერესო»

NASA - დედამიწის ხედი კოსმოსიდან




NASA — ს მიერ გადაღებული ხედები კოსმოსიდან. ცხადია დედამიწის.
Gio ბლოგში «საინტერესო»

მთვარეზე, ჩაქუჩი და ბუმბული - ერთად ეცემა!




ცნობილი კადრები "აპოლო 15" — ის მისიიდან, სადაც ასტრონავტმა მთვარეზე, ჩაქუჩი და ბუმბული ერთდროულად დააგდო, ისინი ერთდროულად დაეცა და ამით ექსპერიმენტულად დამტკიცდა გალილეოს უძველესი თეორია იმის შესახებ, რომ ატმოსფეროს არ არსებობის შემთხვევაში, ყველა ობიექტი ერთი სიჩქარით დაეცემა, მიუხედავად მასისა.
Gio ბლოგში «საინტერესო»

NASA - ამ, მზის სისტემის მიღმა, მაგნიტური ბუშტები აღმოაჩინა




როგორც იქნა, ნასას გაგზავნილმა კოსმოსურმა უპილოტო ხომალდმა Voyager — მა გააღწია მზის სისტემის მიღმა და იქიდან მონაცემებს გადმოსცემს.

იქ კი NASA — ს მკვლევარებს, ნამდვილი სურპრიზი დახვდათ — აღმოჩნდა, რომ თურმე მზის სისტემა გარშემორტყმული ყოფილა მაგნიტური "ბუშტუკებით" დამზადებული "ღრუბელით" თითქო ასეთი ბუშტი 160 კმ-ია.
როგორც ჩანს, მეცნიერების შეხედულება, უკვე საკმაოდ მოძველდა და უნდა გადაიხედოს, გარდა ამისა გამოდის რომ მზის სისტემის მიღმა, უბრალოდ "ვერ ვიხედებით", რადგან ეს მაგნიტური ბუშტუკები ბლოკავენ იმ გამოსხივებას რაც კოსმოსიდან მოდის, რომელიც ისედაც სუსტია პრინციპში.

ძველი შეხედულება, ახალი შეხედულება

ეს იგივეა, რომ დაორთქლილ შუშებიან სათვალეში იხედებოდე, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ბუშტუკები სავარაუდოდ ბლოკავენ "შავი ხვრელებისგან" მომავალ გამოსხივებასაც. მოკლედ, მეცნიერები სრულიად ახალ ამბავს წააწყდნენ, ამასობაში კი "ვოიაჟერი" რომელიც მილიარდობით დოლარი უჯდება აშშ-ს განაგრძობს კოსმოსის იდუმალების შესწავლას.