რას ვაქვეყნებთ?

Gio ბლოგში «საინტერესო»

ადრიანა ლიმამ Victoria’s Secret შოკისმომგვრელი დიეტა გაამხილა


Victoria’s Secret

ცნობილმა Victoria’s Secret — ის ვარსკვლავმა, ადრიანა ლიმამ თავისი დიეტის რამოდენიმე დეტალი გაამხილა, გარდა მუდმივი ვარჯიშისა და თოკზე ხტუნვისა, მას პირადი დიეტოლოგიც ყავს, რომელმაც ზეპირად იცის ლიმას ცხიმის შეფარდება, კუნთების მასა და წყლის მოცულობა ორგანიზმში.

ის ლიმას სპეციალურ პროტეინის შეიკებს და ვიტამინებს უმზადებს, რომ ლიმამ ვარჯიშისას ენერგია შეინარჩუნოს, ის ყოველდღე 4 ლიტრ წყალსაც სვამს, ხოლო შოუმდე 9 დღით ადრე მხოლოდ თხევად პროტეინის შეიკებს, 1 დღით ადრე კი წყლის ჩვეულებრივ რაოდენობას და ჭამას სულ წყვეტს.

მაგრამ!

შოუმდე 12 საათით ადრე, წყლის სმასაც წყვეტს, როგორც თავად ამბობს "გამოსაშრობად" ამ დროს დამატებით 3 კილომდე შეიძლება დაიკლოს ორგანიზმმა.