რას ვაქვეყნებთ?

Gio ბლოგში «მხიარული»

ნატალი პორტმანის ტირილები




ნაწყვეტი ნატალი პორტმანის ფილმებიდან, სადაც ის… ტირის.
Gio ბლოგში «მხიარული»

როგორ არ უნდა გამოხვიდე პოდიუმზე




შეიძლება არ გამოუვიდა, მაგრამ უნდა დავუფასოთ მიზანდასახულობა
Gio ბლოგში «საინტერესო»

ერაყის ომის მიზეზი ტყუილი იყო


ერაყი

გახსოვთ ალბათ, ერაყში შეჭრისთვის ამერიკამ ოფიციალურ მიზეზად — ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო შექმნა დაასახელა და მერე დიდ ხანს უშედეგოდ ეძებდა მას.
დღეს, ადამიანმა რომელმაც დაარწმუნა თეთრი სახლის მთავრობა, რომ ერაყი ასეთ იარაღზე მუშაობდა, აღიარა რომ მან მოიტყუა და შემდეგ შოკირებული ადევნებდა თვალს, როგორ გამოიყენეს მისი ტყუილი ომის გასამართლებლად

რაფიდ ახმედ ალვან ალ-ჯენები, კოდირებული სახლი "ქიურვბოლი" (ჩახვეული ბურთი) მუშაობდა გერმანულ და ამერიკულ დაზვერვაზე, ის განგებ იგონებდა ამბებს მობილურ ატომურ და ბიოლოგიურ ბომბებზე, რომელიც შესაძლოა კონტეინერებით გადაეტანათ აშშ-მდე, რადგან მას სურდა სადამის რეჟიმის დამხობა, რომლისგანაც ის მუდმივ დევნაში იყო 1995 წლიდან.

-"შეიძლება ვცდებოდი და შეიძლება არც ვცდებოდი" მან განმარტა "მომცეს ეს შანსი, მქონდა შანსი რაღაც გამომეგონებინა, იმისთვის რომ ეს რეჟიმი დამხობილიყო, მე და ჩემი შვილები ვამაყობთ ამით და ჩვენ ვართ ვამაყობთ იმითაც, რომ ჩვენ ვიყავით მიზეზი ერაყის დემოკრატიის შანსისა"

აღიარება დაემთხვა კოლინ პაუელის გამოსვლის წლისთავს, რომელიც გაეროში გამოვიდა სიტყვით და მთლიანად დაეყრდნო სწორედ რაფიდის ტყუილებს. რაც ფონად გასდევს თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის მემუარებს სადაც მან აღიარა, რომ ერაყს არანაირი მსგავსი პროგრამა არ ჰქონდა.

ახლაც, წლების ომის მერე, რომელმაც 100 000 ზე მეტი ადამიანი შეიწირა ის კვლავ ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა:

— "გეტყვით აი რას: როდესაც ვიგებ, რომ ვინმე მოკლეს, სულერთია ერაყში თუ სხვაგან, ძალიან გული მწყდება, მაგრამ მითხარით სხვა გადაწაყვეტა, შეგიძლიათ მითხრათ სხვა გადაწყვეტა? მენდეთ, ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ერაყს თავისუფლება მოეპოვებინა, სხვა შესაძლებლობები არ იყო"
Gio ბლოგში «საინტერესო»

IMB ის ხელოვნური ინტელექტი Watson


სუპერკომპიუტერ IBM Watson დღეს პირველი გამოცდის დღე ქონდა, თამაშში Jeopardy, ამ თამაშში მას უწევს იყოს სრულყოფილი მოთამაშე, აირჩიოს კითხვის კატეგორიები, მოისმინოს კითხვა, დაფიქრდეს და უპასუხოს კითხვას სხვებზე ადრე ღილაკზე დაჭერით.

მისი მოწინააღგმდეგეები არიან ბრეტ რეტერი, ყველაზე დიდი ჯილდოს მომგები ამ თამაშში და კენ ჯენინგსი, ყველაზე დიდხნიანი ჩემპიონი.

Watson -ის ნებისმიერი პასუხი, უზამაზარი ინფორმაციის დამუშავების შედეგია, გახსოვთ ალბათ IBM მა ადრე შექმნა მანქანა, რომელმაც ცნობილ მოჭადრაკე კასპაროვს მოუგო, მაგრამ ახლა დავალება უფრო რთულია, მიუხედავად იმისა რომ Watson ინახავს უფრო მეტ ენციკლოპედიებს, ვიდრე ადამიანს შეუძლია მთელი ცხოვრების მანძილზე წაიკითხოს. Watson მოუწევს არა უბრალოდ მოსიარულე ბიბლიოთეკა იყოს, მოხერხებული ძებნით, არამედ ეურთიერთოს ადამიანებსაც, ყველაფერთან ერთად, ის ინტერნეტში ჩართული არ არის! ამიტომ მხოლოდ თავის ”ცოდნას” უნდა დაეყრდნოს.

Watson შედგება 90 სერვერისგან IBM Power 750 ჯამში 2880 POWER7 გამომთვლელი ბირთვით და 16 ტერაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.
თითო IBM Power 750 — სერვერის გული, არის POWER7 -ის 3,5 გიგა ჰერციანი პროცესორი, (8 ბირთვი — 4 ნაკადი) მასზე დაყენებულია პროგრამა IBM DeepQA რომელიც თითქმის იდეალური პარალელური პროგრამაა (დამატებით: freetonik.com/text/uskoreniya-parallelnyx-vychislenij/ )

პირველი დღის ვიდეოები:

ნაწილი 1


ნაწილი 2


სულ იქნება 3 დღიანი შეჯიბრი, 14 თებერვლიდან — 16 თებერვლამდე, რის შემდეგაც ჩანაწერი დაიდება საიტზე: www-943.ibm.com/innovation/us/watson/

ხოლო დოკუმენტალური ფილმი ამ კომპიუტერზე აქაა: documentarystorm.com/science-tech/smartest-machine-on-earth/
Gio ბლოგში «სანახაობრივი»

ყვინვთა უთხელეს წყალში






პროფესორი სფეში ხტება 30სმ წყალში, 11.03 მეტრიდან! რეკორდი დამყარდა ნორვეგიის მეცნერებათა ინსტიტუტში,
Gio ბლოგში «მხიარული»

ფისო მეგობრებს ჩამორჩა




ფისო მეგობრებს ჩამორჩა, მაგრამ არ დაიბნა და იქვე იკითხა საით წავიდნენო… :))
Gio ბლოგში «მხიარული»

არ რცხვენია საკუთარი სხეულის




წარმოდგენა არ მაქვს, ეს რა არის…
Gio ბლოგში «მხიარული»

პატარა-დიდი ფისო


პატარა ოცელოტი

ეს პატარა ოცელოტია, ლეოპარდის ერთ-ერთი სახეობა.
Gio ბლოგში «მხიარული»

რა იყო FedEX ის ყუთში?




ფილმი, რომ არის ხომ იცით, Cast Away (2000) ტომ ჰენკსი, რომ თამაშობს და კუნძულზე, რომ მოხვდება, გადამზიდავი კომპანიის FedEX-ის თანამშრომელია და რაღაც ყუთი უნდა ჩაიტანოს ადგილზე…

არ გაინტერესებთ რა იდო ყუთში?

FedEX -ის რეკლამაში ფილმი კარგად გამოიყენეს.
Gio ბლოგში «საინტერესო»

ირანის გამოსვლები დაიწყო...




ტუნისის, ეგვიპტის მუხტი გადაედო იემენს, ალჟირს და რაც მთავარია ირანსაც, სადაც ასევე გამოსვლები მიმდინარეობს, რელიგიური და მთავრობის თავკაცების წინააღგმდეგ.

აქ ხალხმა დაიჭირა რელიგიური პოლიციის წევრი, ე.წ. ბასიჯი და კარგადაც მოხვდა.

ახალი რევოლუციები მწიფდება.