რას ვაქვეყნებთ?

მიშა: - It's Bullshit!




რა მოხდა მაშინ, როცა მიშას კითხეს, მართალია რომ წყალდიდობის დროს, მილანში შოპინგობდიო?

ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე ჩხუბობს




ისანი-სამგორის რაიონის, გამგებლის მოადგილე "ებრძვის სტიქიას."

წაიკითხე დაწვრილებით

2012 წლის თბილისის წყალდიდობა


2012 წყალდიდობა

2012 წყალდიდობა - ნუცუბიძის პლატო

12-13 მაისს, თბილისში ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა და ორთაჭალის ნაწილი დაიტბორა, სამწუხაროდ იმსხვერპლა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავება და წყლის ამოტუმბვა,

ობამა გეი ქორწინებას უჭერს მხარს!


ობამა ერთსქესიან ქორწინებაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, დღეს ისტორიული განცხადება გააკეთა, რაც ან ძალიან დაეხმარება საპრეზიდენტო არჩევნებში ან ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მხარს უჭერს ერთ სქესიან ქორწინებებს.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე აშშ-ს შტატში უკვე დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება და დანარჩენი შტატებიც ნელ-ნელა მიდიან იმ დასკვნამდე, რომ აშშ-ს ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. ახლა კი პრეზიდენტის განცხადება ამ ამბავს უფრო დააჩქარებს.

ესეც ისტორიული ინტერვიუ:

აშშ-ში ჩამოვარდნილი გამანადგურებელი


აშშ, ვირჯინიის პლაჟის დასახლებაში, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი F-18 ჩამოვარდა და საცხოვრებელ კვარტალში აფეთქდა, თუმცა პილოტმა კატაპულტით უშველა თავს და იქამდე საწვავიც ჰაერშივე დაღვარეს რომ დავარდნისას დამატებით ხანძარი არ გამოეწვიათ. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ არავინ დაშავებულა, მხოლოდ ფინანსური ზარალია.

გამადაგურებელი

ჩამოვარდნილი F-18

ჩამოვარდნილი F-18

დალასის ტორნადო და ტრაილერები




მოგეხსენებათ, აშშ-ში, დალასის შტატში, დიდი ტორნადო იყო, რომელმაც ტრაილერებიც კი ჰაერში ააფრინა

მეკობრეები კოსმოსში მიდიან?


მეკობრული სერვერი კოსმოსში

მსოფლიოს ყველაზე დიდი ტორენტ-ტრეკერი: Thepiratebay სერიოზულად დააფიქრა იმ დევნამ, რაც უკვე რამოდენიმე წელია, მათ მიმართ უსამართლოდ მიმდინარეობს და ხშირად უკანონოდ ხდება მათი მუშაობის შეფერხება.

ოფიციალურ განცხადებაში, TPB-ს მმართველები ამბობენ, რომ GPS ით კონტროლირებადი დრონებით, იაფი რაციებით და მინი კომპიუტერებით, ისინი ჩაატარებენ ექსპერიმენტს და დაბალ ორბიტაზე გაიტანენ სერვერს.

ასეთ სერვერებს უკვე უწოდეს LOSS (Low Orbit Server Stations — დაბალ ორბიტალური, სერვერული სადგურები) ისინი თითო ასეთი სადგურიდან, 100მბ — სიჩქარეზე შეერთებას ვარაუდობენ, რომელიც 50 კმ სიმაღლეზე იქნება დაკიდებული და მათ ჩამოსაგდებათ, რეალურად საჭირო იქნება სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებაც, რაც პრაქტიკულად საომარ მოქმედებებს ნიშნავს.

შორეულ მომავალში, კი სრულ კოსმოსურ ორბიტაზე გასვლაც სურთ, რადგან მათ მუდმივად დევნიან მიწაზე.

ბრინგი გილოცავთ 8 მარტს!




გოგონა ბრინგერებს და ბიჭუნა ბრინგერების გარშემო არსებულ მანდილოსნებს ვულოცავთ 8 მარტს!

ახალი iPad


new iPad

როგორც იცით, Apple — მა, წარმოადგინა ახალი iPad, რომელსაც პირდაპირ ასე ეძახის new iPad თუ ინტერნეტის ქექვა ჩემსავით გეზარებათ, აი ძირითადი უპირატესობები, წინა iPad — თან:

  1. 2048x1536 გარჩევადობის ეკრანი, რაც 4 ჯერ დიდია ძველ აიფედთან შედარებით
  2. უფრო სწრაფი A5X პროცესორი (X — ნიშნავს Extreme)
  3. ახალი, გაუმჯობესებული 5 მეგაპიქსელიანი კამერა
  4. მეოთხე თაობის ინტერნეტის მხარდაჭერა

ფასი კი იგივე დარჩა რაც აიფედს ქონდა.

პოლონეთში ორი მატარებელი შეეჯახა


პოლონეთში მატარებლები შეეჯახა
პოლონეთში მატარებელი შეეჯახა
პოლონეთში მატარებელი შეეჯახა

რამოდენიმე საათის წინ, პოლონეთში კატასტროფა მოხდა, ორი მატარებელი, ერთმანეთის გზაზე გადავიდა და ერთმანეთს პირისპირ შეეჯახა, ამ დროისთვის გარდაცვლილია 15 და დაჭრილია 50 ზე მეტი ადამიანი

მაშველები ჯერ კიდევ მუშაობენ ადგილზე.



წაიკითხე დაწვრილებით